კრიტიკა – ლიტერატურის სადარაჯოზე

გიორგი კაკაბაძის “რისი თქმაც მინდა” “საბა” 2021 წლის ნომინანტია ნომინაციაში წლის საუკეთესო კრიტიკა.

„გიორგი კაკაბაძის ლიტერატურული წერილების წიგნში „რისი თქმაც მინდა“ კულტურისა და ლიტერატურის მრავალი საინტერესო საკითხია განხილული – ნაცარქექია, ყვარყვარე და თვითგადარჩენის ინსტინქტი, მდგომარეობა, როცა „საკუთარი უვიცობის, უხერხემლობის, ანგარების, კარიერიზმის, ილუზიებისა თუ შიშის გამო ხალხი იძულებულია, დროებით “ჭეშმარიტებებს” უერთგულოს და ქედი მოიხაროს ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებული შემთხვევითი ავანტიურისტების წინაშე”, თანამედროვე და კლასიკური ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ტექსტების ანალიზი, ქართული ლიტერატურის მთავარი აქცენტები და მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება, პოეზია, პროზა, მხატვრობა, კულტურული და საზოგადოებრივი მოვლენები, ომი და მშვიდობა ლიტერატურაში, და ყველაზე მთავარი სატკივარი: მედიცინაში არსებობს ტერმინი: “დაუდევრობის სინდრომი”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პაციენტი თავისი სხეულის რომელიმე ნაწილს ვეღარ აცნობიერებს და თავისად არ მიიჩნევს. მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ ამ სინდრომით ვართ დაავადებულები“.

ავტორი: საბა