წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.

მონაცემთა დაცვა

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა: სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილებისა და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

პირადი ინფორმაციის გამოყენება

თქვენს პირად ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი ანგარიშის ამოქმედებისა და ჩვენს მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს და პირადობის შემმოწმებელ სამსახურებს, რაც წარმოადგენს ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობის შემადგენელ ნაწილს.

აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ჩვენი გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები თქვენს ინფორმაციასთან ერთად. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ პირდაპირ ეთანხმებით აღნიშნული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაცვლას.

ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ საფოსტო მომსახურებას (თუ ამის საჭიროება იქნება). თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას.

პირადი ინფორმაციის კონტროლი

თუ თქვენი პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ უნდა განაახლოთ მონაცემები პირადი კაბინეტის განყოფილებაში. ჩვენი კომპანია პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის ან არასწორი მისამართის, არაზუსტი სახელისა და გვარის მითითების შედეგად.

თქვენ არასოდეს უნდა გაანდოთ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები ან ლოგინი. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი ლოგინის რომელიმე დეტალს საფრთხე შეექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს, როგორც კი სისტემაში შეხვალთ.