ავტორის შესახებ

ზაზა აბზიანიძე

ზაზა აბზიანიძე – მწერალი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე.  
არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი. ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, საბავშვო მწერალი.  
2019 – პრემია „საგურამო“ ნომინაციაში – „საბავშვო ლიტერატურა“. 2015 – გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია, წლის “საუკეთესო სამეცნიერო სტატია” ლიტერატურული პორტრეტისათვის – “უცნობი ყაზბეგი”. 2011 – ლიტერატურული პრემია “გალა”, წლის “საუკეთესო საგამომცემლო პროექტი” პროექტისათვის – “ასი წიგნი: ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო”. 2007 – პირველი ხარისხის პრემია “პარნასი”, ლიტერატურის დარგში – სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია. 2001 – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ლიტერატურული კონკურსი, პირველი ხარისხის პრემია – “ბაბთა” ლიტერატურული ზღაპარი, გამომცემლობა “პეგასი”.  
2013 წელს იყო ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პრემიიის ნომინანტი.

მისი ავტორობით ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ:  
1. “ბაბთა” 2001 წლის თებერვალში ეს ლიტერატურული ზღაპარი აღინიშნა პირველი პრემიით გაეროს ბავშვთა ფონდის(იუნისეფის) კონკურსზე, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის ამსახველი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების შექმნას.  
2. “ბუსუნსულები” ესაა სრულიად უცნობი და უჩვეულო ჟანრის ნაწარმოები, რომელსაც ავტორმა ლექს–ნახატები უწოდა. ავტორმა, რომელსაც საბავშვო პროზით, კრიტიკული ესეებითა და ლიტერატურული პორტრეტებითაც კარგად იცნობს მკითხველი.