დამფუძნებელი ძმები - რევოლუციური თაობა - ჯოზეფ ჯ. ელისი

დამფუძნებელი ძმები - რევოლუციური თაობა - ჯოზეფ ჯ. ელისი

53 მარაგში

25.00  16.00 

53 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

„პულიცერის პრემიის მფლობელს ქება ნამდვილად აღარ სჭირდება, თუმცა მაინც უნდა ითქვას შემდეგი: ჯოზეფ ჯ. ელისის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ექვსი მოვლენისა და რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო მოღვაწის ამბის მეშვეობით უზარმაზარ ტილოს ხატავს, ზღვა მასალიდან დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ამოკრებილი კონკრეტული დეტალები იმგვარ განზოგადებულ, ფართო სურათს ქმნის, რომელზეც მკაფიოდ, ცხადად და შეულამაზებლად იკვეთება ამერიკის რესპუბლიკის დაფუძნების საკვანძო მომენტები თუ თანმხლები სირთულეები: ფედერალური ძალაუფლების გაზრდის საკითხი, ჰამილტონის უმნიშვნელოვანესი ფინანსური რეფორმა, დედაქალაქის ადგილმდებარეობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული გარიგებების მთელი სქემა, არჩევნები, პარტიების ფორმირება და, ყველაზე მწვავე, მონობის საკითხი, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, რევოლუციურ თაობას, მთელი მისი ბრწყინვალების მიუხედავად, „მოუგვარებელი დარჩა“. ისტორიის კვლევისა და შეფასება-გადაფასების ის კრიტიკული, გულწრფელი და სენტიმენტალური მიკერძოებებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი მეთოდი, რომელსაც ელისი გვთავაზობს, ნამდვილად საგულისხმო და მნიშვნელოვანია ჩვენივე ძველი, მაგრამ თან ნორჩი და გამოუცდელი ქვეყნისათვის, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის თავზე კვლავაც ებრძვის ახალბედა სახელმწიფოსათვის სახასიათო კონფლიქტებსა და პრობლემებს.” – ქეთევან გრძელიძე
„დამფუძნებელი ძმები“ არაჩვეულებრივი წიგნია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო… რომელიც კი დამფუძნებელთა შესახებ დაწერილა… ელისმა ნამდვილად დაიმსახურა ჩვენს დროში დამფუძნებელთა მთავარი მემატიანის სახელი.“ – გორდონ ს. ვუდი

აღწერა

Founding Brothers: The Revolutionary Generation
by Joseph J. Ellis
თარგმნა ქეთევან გრძელიძემ
გამომცემელი: მარინე ცხადაია
რედაქტორი: ზაქარია ქიტიაშვილი
დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლია მოსეშვილი
პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე
გამოცემის წელი: 2024
გვერდების რაოდენობა: 420
გარეკანი: რბილი
ISBN 978-9941-9759-9-8
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში
Funded through the Book Translation Program, U.S. Embassy in Georgia
Copyright © Joseph J. Ellis, 2000
All rights reserved.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „დამფუძნებელი ძმები – რევოლუციური თაობა – ჯოზეფ ჯ. ელისი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია