ჰაიდი - იოჰანა შპირი, ნაწილი I

ჰაიდი - იოჰანა შპირი, ნაწილი I

90 მარაგში

8.00 

90 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

იოჰანა შპირი (1827-1901) მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიელი საბავშვო მწერალია. ის ციურიხის ტბასთან ახლოს, პატარა სოფელ ჰირცელში დაიბადა და ექიმ იოჰან იაკობ ჰოიზერის ოჯახში ექვსიდან რიგით მეოთხე ბავშვი იყო. იოჰანამ მისი დროისთვის და სოციალურ მდგომარეობისთვის შესაფერისი განათლება მიიღო. შემდეგ, 25 წლის ასაკში, დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე და ერთადერთი შვილი ადრე დაკარგა. დეპრესიასა და სულიერ პრობლემებს მოთხრობების წერით იქარვებდა. სიცოცხლის ბოლომდე თხზავდა ამბებს “ბავშვებისთვისადა მათთვის, ვისაც ბავშვები ძალიან უყვარს”. მწერლობის ნიჭი დედისგან, მეტა ჰოიზერ შვაიცერისგან გამოჰყვა, რომელიც თავისი დროის რელიგიურ პოეტად ითვლება. ობოლი გოგონას ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერია, იოჰანა შპირიმ 52 წლის ასაკში, 1879 წელს, საშობაოდ, სულ რამდენიმე კვირაში დაწერა და მალევე გამოაქვეყნა. წიგნს გამოსვლითანავე თავბრუდამხვევი წარმატება მოჰყვა. იოჰანა შპირის შექმნილ იდეალულ სამყაროში ხაზგასმულია აღზრდისა და განათლების აუცილებლობა. თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც საინტერესოდ იკითხება პატარა გოგონას ამბავი, რომელიც შვეიცარიის ალპებში მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობს და ყველა ასაკის მკითხველს ხიბლავს გულწრფელობითა და სუფთა, ბავშვური გულუბრყვილობით. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავი მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ხოლო მის სიუჟეტზე 12 სრულმეტრაჟიანი და არაერთი ანიმაციური ფილმია გადაღებული.

აღწერა

ავტორი: იოჰანა შპირი

გამომცემლობა: პეგასი

ენა: ქართული

 

დამატებითი ინფორმაცია

ასაკი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ჰაიდი – იოჰანა შპირი, ნაწილი I“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია