როგორ შევიძინო წიგნი?
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წიგნის შეძენა მხოლოდ საიტიდან არის შესაძლებელი.
სასურველი წიგნების შესაძენად საჭიროა:
- გაიაროთ მარტივი ავტორიზაცია (წიგნის შეძენა შესაძლებელია ავტორიზაციის გარეშეც).
- თქვენთვის სასურველი წიგნები დაამატოთ „კალათაში.“
- წიგნების შესაძენად უნდა შეხვიდეთ თქვენს „კალათაში“ და შეავსოთ მოცემული გრაფები.
თანხის გადახდა შესაძლებელია:
- Visa International და Mastercard International პლასტიკური ბარათების მეშვეობით;
- UniPAY-ის ელექტრონული საფულის მეშვეობით.
ვებსაიტზე შეძენილი წიგნის მისაღებად არსებობს ორი გზა:
1. შეგიძლიათ შეძენილი წიგნები თავად გაიტანოთ კომპანიის საწყობიდან.
თუ შეკვეთისას მიუთითებთ წიგნების საწყობიდან გატანას, შენაძენის მიღებას მომდევნო სამუშაო დღის 12:00 საათიდან შეძლებთ.
ჩვენი საწყობის მისამართია: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. #15, საკონტაქტო ტელეფონი: 598 17 18 34.
წიგნების გატანა შეგიძლიათ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე.
2. ასევე, შეგიძლიათ შეძენილი წიგნები თქვენთვის სასურველ მისამართზე საკურიერო სერვისის გამოყენებით მიიღოთ საქართველოს მასშტაბით.
საკურიერო მომსახურების შემთვევაში მიწოდების პირობები შემდეგია:
წიგნების მიწოდებას უზრუნველყოფს საფოსტო-საკურიერო კომპანია – „EasyWay“.
წიგნების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით: თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან მეორე-მესამე დღეს, 21:00 საათამდე.
საქართველოს მთავარ ქალაქებში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან მეორე-მესამე დღეს, 21:00 საათამდე. მიმართულებები გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://easyway.ge/ka/services
ამანათის ჩაბარების პროცესის გასაკონტროლებლად, კურიერები წინასწარ უკავშირდებიან მომხმარებლებს და უთანხმდებიან მიწოდების კონკრეტულ დროზე.
საკურიერო მომსახურების ფასი 2 კგ-მდე თბილისის მასშტაბით – 7 ლარი (სტანდარტი – ზონა I; სტანდარტი – ზონა II – 8 ლარი), ხოლო რეგიონებში (რეგიონებში შედის წყნეთი) – 9 ლარია (სტანდარტი – ზონა I; სტანდარტი – ზონა II – 12 ლარი).
მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელს წიგნის შეძენა შეუძლია მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში უნაღდო ანგარიშსწორების სახით, ხოლო მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ნაღდი ფულით.
თანხის დაბრუნება:
- იმ შემთხვევაში, თუ წიგნის მიღების დროს აღმოაჩენთ დაზიანებას, თქვენ აფიქსირებთ მას მყისიერად კურიერთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ხსენებული ნაკლოვანი წიგნის გამოცვლაზე 10 სამუშაო დღეში.
- თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე წიგნი ვერ მოგაწოდეთ, გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან 10 სამუშაო დღეში.
- გაყიდული უნაკლო საქონელი უკან არ ბრუნდება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 11:00-18:00
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანიის ზუსტი დასახელება: შპს ბუქმანია.
საიდენტიფიკაციო კოდი: 405222281
მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის ქ. #5, თბილისი 0178, საქართველო
ტელეფონის ნომერი: +995 598 17 18 34
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@bookmania.ge