მარადიული ცივილიზაცია

მსოფლიოს ყველა წერტილიდან სტუმრობენ მოგზაურები „მარადიულ ცივილიზაციას“ ათასწლეულების წინ აღმართული პირამიდების სანახავად. ამ ქვეყნის ღირშესანიშნაობები მხოლოდ პირამიდები და სფინქსი როდია, ეგვიპტის მიწა საოცარ ნაგებობებთან ერთად ინახავს უამრავ მეტად საინტერესო მითს, ლეგენდასა და ზღაპარს. ეს ყოველივე კი ძველი ეგვიპტის ნაწილი გახლავთ.

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, როდესაც ეგვიპტური კულტურა დაცემის პირას გახლდათ, მისი „მემკვიდრე“ არ ჩანდა. ძველ ეგვიპტურად უკვე აღარავინ წერდა და კითხულობდა. შედეგად ეგვიპტური მითებისა და ლეგენდების შესახებ უფრო ცოტა რამ ვიცით, ვიდრე ბერძნული მითოლოგიის შესახებ.

საუკუნეების შემდეგ ფრანგმა ფილოლოგმა, ეგვიპტოლოგმა და ენათმეცნიერმა – ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა მოახერხა ჩაწვდომოდა ეგვიპტური იეროგლიფების საიდუმლოს. როდესაც ეგვიპტური ტექსტები საბოლოოდ გაშიფრეს და წაიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ამ უძველესი ცივილიზაციის მითოლოგია მეტად განსხვავებული და თვითმოყფადი იყო. 

ჩვენს დროში მსოფლიოს მაშტაბით მოგზაურობა ხელმისაწდვომია, მაგრამ ძველ ეგვიპტეში სამოგზაუროდ წიგნი თუ დაგეხმარებათ. მაგალითად: „ეგვიპტური მითოლოგია – ლეგენდები და ზღაპრები“.

პირველივე გვერდიდან ნილოსის ნაპირებზე მოხვდებით, საიდანაც ტა-კამეტის, „შავი მიწის“ სამეფო მოჩანს. ტა-კამეტში ცხოვრება დუღს, მეტად ნაყოფიერი მიწაა. მადლიერი ეგვიპტელები კი ადიდებენ გულუხვ „ხაპის“, საგალობლებს უმღერიან და მსვერპლს სწირავენ. ეს სამეფო მხოლოდ „პირველი გაჩერებაა“. თქვენ ასევე თვალს ადევნებთ „რას“ მიწიერ მეფობას, მარადისობის ხომალდით მოგზაურობთ, ისიდასთან ერთად ხეტიალობთ და ანუბისის დაბადების მომსწრენი ხდებით. ვერ აუვლით გვერდს ეგვიპტელებსა და ღმერთებს, გაეცნობით საიქიოში მოქცევის წესებსა და დაკრძალვის რიტუალებს. განა არსებობს ამ ცივილიზაციით დაინტერესებული პიროვნება, რომელიც არ გაეცნობოდა „მუმიფიცირების საიდუმლოს“? ბოლოს კი ეგვიპტურ ზღაპრებს მოისმენთ.

ამ წიგნში თავმოყრილია ეგვიპტური მითები და ლეგენდები, იმ ფორმით, რომლითაც ჩვენამდეა მოღწეული. ზღაპრები კი სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს ეგვიპტურ მსოფლმხედველობასა და ამ უძველესი ცივილიზაციის მეტად საინტერესო ტრადიციებზე, ამ ყველაფრის აღქმას კი ილუსტრაციები ხელს უწყობს. წიგნში გამოყენებულია: ლოურენს ალმა ტემადას, ედვინ ლონგის და ჯონ ედვარდ პოინტერის ნამუშევრები.

ავტორი: ნანა სარიშვილი