გიორგი კაკაბაძე – მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფი და ექსპერტი, “გამომცმელობა პეგასის” მთავარი რედაქტორი.
მისი ესეების კრებული: “როგორ მესმის ლიტერატურა”, 2008 წლის საბას ფინალისტი გახდა, ხოლო 2010 წელს გამოცემული დოკუმენტური რომანი “ნიკო ფიროსმანი – დაკარგული უბრალოების ძიება” ორი მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული პრემიის, “გალასა” და “საბას” ფინალისტია.
მისი ავტორობით გამოცემულია შემდეგი წიგნები:
1. “როგორ მესმის ლიტერატურა”
2. “ნიკო ფიროსმანი” მაღალმხატვრულად მოთხრობილი, მითებისა და ლეგენდებისგან თავისუფალი ბიოგრაფიული რომანი ნიკო ფიროსმანის შესახებ. წიგნში ავტორი ახლებური მიდგომით აანალიზებს და ხსნის დიდი მხატვრის ფენომენს.
3. „ქართული ვაზის ჯიშები“ (ლევან უჯმაჯურიძე, გიორგი კაკაბაძე, ლონდა მამასახლისაშვილი) „ქართული ვაზის ჯიშები“ გახლავთ ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც გვამცნობს 607 ქართულ ვაზის ჯიშს. წიგნში თავმოყრილია ყველა მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა-შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა.