მარიამ წიკლაური – ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი.
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, შვედურ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.
თავადაც მრავალი მთარგმნელობითი პროექტის მონაწილეა. თარგმნილი აქვს: ბერძნული, ჩინური, ნორვეგიული, ლიტვური, რუსული, ინგლისური, პოლონური, უკრაინული პოეზიის არაერთი ნიმუში.
მარიამ წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის “მსოფლიო პოეზიის ალმანახში” (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries). ასევე თანამედროვე ქართული პოეზიის იტალიურ და უკრაინულ ანთოლოგიებში.
მისი ავტორობით ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ:
1. “თეთრი ხბორები” პოეზია სამყაროს სიზმრის ახსნააო, გვარწმუნებს ავტორი, რომელიც ამ ლექსებით მოგითხრობთ იმაზე, რაც ადამიანში ბედნიერებასა და ტკივილს აერთიანებს. სულის მეხსიერებითა და პოეტის გუმანით ცდილობს, თავის წილ მარადისობასა და ამაოებაში იპოვოს ადამიანისა და სამყაროს ჰარმონიული თანაარსებობის გზა. გალა 2011 გამარჯვებული ნომინაციაში – “წლის წიგნი”.
2. “ნატვრისთვალო მზისაო” ვინ არის ნატვრის თვალი მზისა? იქნებ ამ წიგნში იპოვოთ პასუხი.
3. “ნანინები” წიგნს, რომელშიც შესულია თორმეტი “ნანა”, თან ახლავს აუდიო დისკი. მას სიამოვნებით მოისმენენ თქვენი პატარები ძილისპირულზე.