ავტორის შესახებ

მიხეილ ანთაძე

მიხეილ ანთაძე – ქართველი მწერალი, რეჟისორი და მთარგმნელი. 

დაიბადა 1956 წლის 10 ივლისს ქალაქ თბილისში.  
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1987 წელს კი თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1975 წელს პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“.  
მიხეილ ანთაძე არის ავტორი სასწავლო მეთოდისა „თეატრალიზებული სწავლა/სწავლება“.  დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: „ნაცარქექია“, „ორი ცრუპენტელა“, „ტელეფონი“, „კონკია“, „ფიფქია“, „კომბლე“, „თოვლის ბაბუას არჩევნები“, „ჰარი პოტერი და მისი მეგობრები“, „ზღაპარი მუსიკის შესახებ“ და სხვა.  
1990 წლიდან არის მწერალთა კავშირის წევრი.

1987 –  მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალი “მთვარის გლობუსი” (გრან-პრის მფლობელი). 

მისი ავტორობით ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: 
1. სტრატეგია – მიხეილ ანთაძე  იუმორითა და სატირით გაჯერებული რომანი ცხოვრებისეული რეალობისა და ვირტუალური სამყაროს მსგავსების შესახებ…