მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.
მეექვსე შევსებული გამოცემა.
დამტკიცებულია სტუდენტთა სახელმძღვანელოდ.
წიგნში წარმოდგენილია ავტორის ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგები
ქართული ენის სინტაქსის დარგში. მასში საკმაოდ სრულად არის განხილული სიტყვათშეერთება-შეკავშირების წესები, წინადადების ტიპები რაგვარობისა და აგებულების
მიხედვით, განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. წიგნს დამატების სახით დაერთვის
სასვენ ნიშანთა ხმარების წესები.
საკითხების განხილვისას ძირითადად ახალი ქართული ენის მასალაა გამოყენებული.
გზადაგზა ძველი და საშუალი ქართულის მონაცემებიც არის მოხმობილი. გათვალისწინებულია ქართული ენის ცოცხალ კილოთა ზოგიერთი ჩვენებაც.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის. საკითხების ენათმეცნიერული განხილვა შეხამებულია სახელმძღვანელოს მოთხოვნებთან. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს ქართული ენის მასწავლებლებს და ყველას, ვინც ქართული ენის სინტაქსის საკითხებით არის დაინტერესებული.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.