ტრაქტატი ფერწერის შესახებ - ლეონარდო და ვინჩი

ტრაქტატი ფერწერის შესახებ - ლეონარდო და ვინჩი

არ არის მარაგში

28.00  25.00 

არ არის მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

„ტრაქტატში ფერწერის შესახებ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა, ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წწ.) ამტკიცებს ფერწერის, როგორც მეცნიერების, უპირატესობას ქანდაკებასთან, მუსიკასთან და პოეზიასთან შედარებით; აყალიბებს შუქ-ჩრდილების თეორიას, ადამიანის თვალით აღქმული განათებისა და სიბნელის ძირითად პრინციპებს; აკვირდება, თუ როგორ ცვლის პერსპექტივას თვალსა და ობიექტს შორის მოქცეული ჰაერი; ლეონარდო პირველია, რომელიც ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნება ცის სილურჯე; მისი ტრაქტატი შეიცავს მინიშნებებს დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ; ლეონარდო სწავლობს ხეების ზრდის კანონზომიერებებს, აკვირდება ქსოვილებსა და მათ თვისებებს, იკვლევს ჰორიზონტის აღქმის თავისებურებებს. მკვლევრები გამოთქვამენ აზრს, რომ ტრაქტატი ლეონარდოს ქმნილებების გაგებისთვის საუკეთესო ავტოკომენტარია. წიგნი დღესაც იპყრობს ხელოვნებისა და მეცნიერების ისტორიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას.

წიგნი გამოიცა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის
სამინისტროს თანადაფინანსებით.

განსაკუთრებული მადლობა: მარიამ გველესიანს, რადიშ თორდიასა და ლალი კოკაიას.

აღწერა

გამომცემლობა: პეგასი

ავტორი: ლეონარდო და ვინჩი

იტალიური ენიდან თარგმნა თამარ ჟღენტმა

რედაქტორი: ნათელა თუხარელი

ISBN 978-9941-9759-0-5

ყდა: რბილი

გვერდების რაოდენობა: 360

გამოცემის წელი: 2021

დიზაინი და კომპიუტერული უზრუნველყოფა: დიანა დანელიანი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ტრაქტატი ფერწერის შესახებ – ლეონარდო და ვინჩი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია