მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.
გამომცემლობა „პეგასმა“ მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფთან (პროფესორ ლევან უჯმაჯურიძე, მწერალი გიორგი კაკაბაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლონდა მამასახლისაშვილი) ერთად მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ვაზის ჯიშები“, რომელიც გვამცნობს 607 ქართულ ვაზის ჯიშს.
წიგნში თავმოყრილია ყველა მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა-შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა.
ქართული ვაზის შესახებ ასეთი ხასიათისა და მასშტაბის წიგნი ჯერ არ გამოცემულა.
წიგნი დაბეჭდილია უცხოეთში ძალიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.