მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.
“ბავშვობიდან მიყვარდა წიგნები მოგზაურობაზე. მხატვრულიც, დოკუმენტურიც, განსაკუთრებით კი, ფოტოილუსტრაციებით. როცა ბავშვობის სურვილების ასრულება დაიწყო და მოგზაურობა შევძელი, იმ დღიდან ვფიქრობდი, დამეწერა წიგნები, რომლითაც ჩემ მიერ განცდილს და ნანახს მოვუყვებოდი მკითხველს და აუცილებლად ჩემივე ფოტოებით გავაცნობდი ამა თუ იმ ქვეყანას, სადაც მერე თავადაც მოუნდებოდათ მოგზაურობა. სწორედ ამ იდეის განხორციელებაა ეს წიგნი – „ანდალუსიური ზღაპარი“, რომელიც, გამომცემლობა „პეგასის“ ხელშეწყობით, ახალი სერიის – „მოგზაურობის ანაბეჭდების“ – პირველი წიგნია. ესპანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს და სწორედ ამიტომ ავირჩიე პირველი წიგნისთვის ეს ქვეყანა, უფრო კონკრეტულად კი, სამხრეთ ნაწილში მდებარე ანდალუსია, მისი ორი გამორჩეული ქალაქი – სევილია და კორდობა. ეს წიგნი არის ჩემი მოგზაურობის შთაბეჭდილებები – პირადად ნანახი და განცდილი ემოციები, ცოტ-ცოტა ყველაფერზე – კულტურაზე, ისტორიაზე, სამზარეულოზე, არქიტექტურაზე, ლიტერატურაზე… ჩემივე ფოტოებით ილუსტრირებული – ძალიან მინდოდა, მცირედით მაინც გადმომეცა ანდალუსიის მართლაც ზღაპრული მხარე. იმედი მაქვს, მკითხველიც ისიამოვნებს ჩემეული „ანაბეჭდებით“ და მე კი მომდევნო წიგნზე მუშაობის მოტივაცია გამიძლიერდება.” – ვასო გულეური
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.