2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის თანახმად, ისტორია ორ სავალდებულო საგანს შორის ერთ-ერთია. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ისტორიის ან მათემატიკის გამოცდა, რათა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში შეძლოს სწავლის გაგრძელება.
მოცემული სასწავლო რესურსი განკუთვნილია ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის, რომელთაც გამოცდის წარმატებით ჩაბარება სურთ. ჩვენი სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს მათ შედეგების გაუმჯობესებაში. მისცეს შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა და უნარები. მოცემულ სასწავლო რესურსში, რომელიც შედგენილია 2020-21 წლის ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის შესაბამისად, მოცემულია ზუსტად იმ ტიპისა და სირთულის დავალებები, რაც წარმოდგენილი იქნება საგამოცდო ტესტში.
ავტორებმა შეისწავლეს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველივე დღიდან გამოცდებზე გამოყენებული ტესტები, განსაზღვრეს თითოეული დავალების ტიპი და სირთულე. ისტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გააანალიზეს ამა თუ იმ სავარჯიშოში კონკრეტული ისტორიული ეპოქიდან შეკითხვის დასმის რაოდენობრივი ალბათობა, უშუალოდ შეკითხვის ფორმულირების ტიპები და სწორედ ამ სტანდარტების დაცვით შეადგინეს მოცემული კრებული.
კრებულში გამოყენებულია ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი რუკები, რომლებიც წარმოადგენს დამატებით სასწავლო რესურსს ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.