ბესიკ ლაგვილავას რომანი დიდ და მარადიულ ბრძოლაზეა, რთულ და ყოვლისმომცველ ომზე, ცივილიზაციათა, კულტურათა და ადამიანთა შორის. და რაც მთავარია, საკუთრივ ადამიანში გაჩაღებულ ბრძოლაზე. ეს არის სიკეთისა და ბოროტების შერკინება, სადაც ,,არსებაგრძელი’’ კეთილი ხან ვერ იმარჯვებს. ან გვგონია, რომ ვერ იმარჯვებს. საერთოდ, პოსტმოდერნისტული ტექსტები, როგორც წესი, ამ აზრით, ძალიან ბუნდოვანია ხოლმე, თუმცა ამ ნაწარმოებში მიუხედავად სათაურისა, ნაკლებად მორალისტურები. აქ კითხვის ნიშანი მეტია, ვიდრე პასუხი. ეს მხატვრული ტექსტი, რომელიც ჩემი ვარაუდით, დოკუმენეტურიც გახლავთ, ერთი დიდი
კითხვის ნიშანია, სიმულაციური პასუხებით. ვინღა არ დგას ქრისტეს თანამედროვე გამყიდველთა რიგში – იუდას დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
ცალკე საქმეა ტელეგადაცემის ეპიზოდი – ეპოქის ასახვის უზუსტესი და ოსტატური მაგალითი. დრო, სადაც შოუდ ვაქციეთ ყველაფერი, რწმენაც კი და დრო, რომელიც აგრერიგად გვშვენის ამ ზედაპირულ ადამიანებს. СOVID 19, ქართველი ტელეწამყვანი, ბანკირი, ანგელოზები, მოციქულები – ეს ტრაგიკული ფანტასმაგორიაა, ღიმილით რომ იკითხება, მაგრამ საბოლოოდ სამყაროს გამოფიტვის შესახებ გვამცნობს. საყრდენის მოშლის და ჰაერში გამოკიდების საგა. აქ
ყველა პერსონაჟი, რაღაც აზრით, მიუღებელია თითქოს, მაგრამ მთავარი ხიბლიც ის არის, რომ მათში საკუთარ თავს ვპულობთ და ვხვდებით, რომ ეს ჩვენ ვართ მიუღებლები, ეს ჩვენ ვართ ქრისტეს იუდაზე იაფად გამყიდველნი.,,თვრამეტი ვერცხლი ერთი.. თვრამეტი ვერცხლი ორი… თვრამეტი
ვერცხლი – სა…
…..
– ჩვიდმეტი! ჩვიდმეტი ვერცხლი, – დაიძახა დარბაზში ვიღაც
სხვამ.’’
ეს სხვა ჩვენ ვართ. მე და შენ. ჰოდა, ერთად წავიკითხოთ ამბავი
ჩვენზე. წავიკითხოთ და გავითვალისწინოთ.
გიორგი კეკელიძე
მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.