ოდრი ჰეპბერნის ავტობიოგრაფია - „სიყვარულის გამხელა“

ოდრი ჰეპბერნის ავტობიოგრაფია - „სიყვარულის გამხელა“

278 მარაგში

35.00  25.00 

278 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

ოდრი ჰეპბერნმა მემუარების წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ამისა, ამ გასაოცრად ნათელ წიგნში ვერ იპოვით წუწუნს, ნაღველსა და დაუნდობელი ბედის სამდურავს. ესაა მხოლოდ სიყვარულის გამხელა ადამიანებისა და ცხოვრების მიმართ. ჟურნალ “ELLE “-ს გამოკითხვის მიხედვით ყველა დროისა და ხალხების უმშვენიერესი ქალბატონი ისევე ნათელი და სპეტაკი წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც იცხოვრა და თავისი ცხოვრების სამი უკანასკნელი თვე ანგარიშების გასწორებს კი არ დაუთმო, არამედ მადლიერების მოგონებებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც უყვარდა.

მისი უკანასკნელი როლი იყო ანგელოზი სტივენ სპილბერგის ფილმიდან.  უკანასკნელი სიტყვები კი – “ისინი მელოდებიან. . . ანგელოზები . . . რომ დედამიწაზე ვიმუშაო. . .“-ო, რადგანაც თავის ცხოვრების ძირითად საქმიანობად ოდრი ჰეპბერნი კინოს კი არა, “იუნისეფ“-ის ორგანიზაციაში მუშაობას თვლიდა, რომელიც მთელი მსოფლიოს ბავშვებს ეხმარებოდა და  რომელთათვისაც ის ნამდვილ ანგელოზად გადაიქცა. მოგვიანებით ამბობდნენ კიდეც: ოდრის სხვისი ტკივილი გულთან ძალიან ახლოს  მიჰქონდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი სასიკვდილო დაავადებაო,  მაგრამ მას უბრალოდ სხვაგვარად არ შეეძლო…

გადაშალეთ ეს წიგნი და თქვენ მოისმენთ რკინის ხასიათიანი, შეშინებული ირმის თვალებიანი, ელფის სახიანი და ანგელოზის სულიანი საოცარი ქალბატონის, ნამდვილი ლეგენდისა და XX საუკუნის უდიდესი  ვარსკვლავის – ოდრი ჰეპბერნის ცოცხალ ხმას.

აღწერა

ავტორი: ოდრი ჰეპბერნი
თარგმანი: გიორგი კაკაბაძე
გამომცემლობა: პეგასი
გვერდები: 231
გარეკანი: მაგარი + სუპერი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
ფორმატი: 20.5X26.5
აისბიენი/აიდი: 9789941961342

დამატებითი ინფორმაცია

ასაკი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ოდრი ჰეპბერნის ავტობიოგრაფია – „სიყვარულის გამხელა““

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია