მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.
“სიცოცხლე განსაზღვრული არტიკლით” მარიამ წერეთლის მინიმალისტური სტილით დაწერილი რომანია, რომელიც თანამედროვეობის ურთულეს თემებს ეხება. წიგნის მთავარი პერსონაჟი, მძიმე სენით დაავადებული გოგონა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება. რომანში საინტერესოდაა აღწერილი მის თავს დატეხილი პრობლემები – ავადმყოფობასთან გამკლავება, ევროპული მულტიკულტურიზმი, რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე ჩადენილი სისასტიკე. სიუჟეტის ექსპრესიულობა და სიმძაფრე უთუოდ დააინტერესებს მკითხველს.
რომანი ახალგაზრდა ავტორის შესანიშნავი განაცხადია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.