498 მარაგში

16.00 

498 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

გერმანელი საბავშვო მწერლის ვოლდემარ ბონზელსის (1880-1952) ფათერაკებით სავსე წიგნი “ფუტკარი მაია და მისი თავგადასავალი” უკვე დიდი ხანია მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის ბესტსელერთა სიაშია შეტანილი. ამ ფილოსოფიური იგავის მიხედვით არაერთი ანიმაციური ფილმია გადაღებული და პატარები მას დიდი სიამოვნებით უყურებენ.

რაზეა ეს წიგნი?

პატარა ცნობისმოყვარე ფუტკარ მაიაზე, რომელსაც თავის სკაში ჯდომა არ უნდოდა და სამყაროს დასათვალიერებლად გაფრინდა. წიგნი გვიამბობს მის თავისუფალ არჩევანზე, თავგადასავლებზე, ურთიერთდახმარებასა ღალატზე, სიმამაცესა და სიმხდალეზე, ნამდვილ გმირობასა და თანაგრძნობაზე და სულ ცოტა სიყვარულზეც. საბოლოო ჯამში კი მშობლიურ კერასთან დაბრუნებაზე.

ეს წიგნი შემეცნებითი ხასიათისაა, რადგანაც მასში საკმაოდ ნატურალისტურადაა აღწერილი მწერების ცხოვრება, მათი ბუნება, წეს-ჩვეულებები და ხასიათი. ასე რომ, პატარა მკითხველს უჩვეულო ისტორიის წაკითხვა მოუწევს, რომელშიც საკმაოდ ბევრია მხიარული და სევდიანი  ამბები.

აღწერა

გამომცემელი – მარინე ცხადაია

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია