ბელზებელი - ელენე ჯაფარიძე

ბელზებელი - ელენე ჯაფარიძე

86 მარაგში

15.00 

86 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

რომანი „ბელზებელი“ ერთ პატარა, მიყრუებულ დაბაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დროის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ამბავი ვითარდება – 13 წლის არჩის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან გარბის და ახალგაზრდა ნელის, რომელსაც თავისი ინგლისურის მასწავლებელი უყვარდება.

რომანი „ბელზებელი“ ოცნებებსა და უკიდეგანოდ ძლიერ შიშზეა. შიშზე, რომელიც ყველგან და ყველაშია და დაბრკოლებებს უქმნის მთავარ გმირებს ბედნიერების მოპოვებაში. მოახერხებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ შიშის მარწუხებს? საკუთარ თავში და გარემოში მყოფი ბელზებელი დაამარცხონ? თუ სამუდამოდ დაემშვიდობებიან იმედს და ბელზებელის უსასრულო ტყვეობაში აღმოჩნდებიან?

ავტორის შესახებ: ელენე ჯაფარიძე ლიტერატურულ ასპარეზზე 2021 წლის გაზაფხულზე შემოვიდა თავისი პირველი რომანით „დამალობანა“, რომელიც მალევე გახდა ბესტსელერი. პროფესიით ფსიქოთერაპევტი, 2015 წლიდან კერძო კლინიკურ პრაქტიკას ეწევა. ელენე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია ფსიქოლოგიის დარგში და წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს ქალთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. სოციალური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იგი არაერთი საგანმანათლებლო პროექტის, სტატიის, წიგნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ვებ-პლატფორმის ავტორი და ხელმძღვანელია. რომანი „ბელზებელი“ მისი მეორე ნაბიჯია ქართულ ლიტერატურაში.

აღწერა

გამომცემლობა პეგასი

ავტორი: ელენე ჯაფარიძე

რედაქტორი: ნათელა თუხარელი

ყდის დიზანერი: მანანა მიქაშავიძე

დამკაბადინებელი: ლია მოსეშვილი

გამოცემის წელი: 2021

გვერდების რაოდენობა: 152

ყდა: რბილი

ISBN 978-9941-9759-7-4

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ბელზებელი – ელენე ჯაფარიძე“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია