მუსიკა - 1 კლასი (მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი)

მუსიკა - 1 კლასი (მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი)

არ არის მარაგში

8.00 

არ არის მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

გრიფმინიჭებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2018 წელს.

I და II კლასებში მუსიკის, როგორც საგნის სწავლებაში არ არის გათვალისწინებული მოსწავლის წიგნი და სამუშაო რვეული, ამდენად მასწავლებლის წიგნს უნივერსალური ფუნქცია ეკისრება. მასში დეტალურად არის გაწერილი ყოველი გაკვეთილის მსვლელობა განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, რაც პედაგოგებს სამუშაო პროცესს გაუადვილებს. იმისათვის, რათა გაკვეთილებზე უზრუნველვყოთ თვალსაჩინოების გამოყენება, I და II კლასების მასწავლებლის წიგნებს დართული აქვს ფერადი დანართი ილუსტრაციების სახით. დანართში მითითებულია, რომელ გაკვეთილზე რომელი ილუსტრაცია უნდა იქნეს გამოყენებული. სახელმძღვანელოებს ახლავს მდიდარი აუდიო და ვიდეომასალა. ყოველი გაკვეთილისათვის გამიზნულია ცალკეული ელექტრონული საქაღალდე. საქაღალდეები დანომრილია და დასათაურებულია გაკვეთილების მიხედვით. საქაღალდის გახსნის შემთხვევაში მასწავლებელი იხილავს კომპიუტერულ პროგრამებში (LMMS, AUDACITI) უკვე გამზადებულ და დამუშავებულ აუდიო და ვიდეომასალას ამავე გაკვეთილის აქტივობების შესაბამისად. მუსიკის I და II კლასების მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნები ითვალისწინებს დამიესადაგება მუსიკის ახალი სტანდარტის მითითებებს, რომლებიც თანმიმდევრულად და ლოგიკურად არის გადმოცემული სახელმძღვანელოებში. I კლასში წარმოდგენილია სტანდარტით გათვალისწინებული სამი სასწავლო თემა: 1. ხმების მრავალფეროვნება; 2. ყოფითი საგნები მუსიკაში; 3. თამაშები მუსიკაში, ხოლო II კლასში განხილულია ოთხი სასწავლო თემა: 1. ცხოველები მუსიკაში; 2. ბუნებრივი მოვლენები მუსიკაში; 3. წვეულებები და დღესასწაულები სახლში და გარეთ; 4. სხვადასხვა ხალხის დღესასწაულების მუსიკა. ყოველი თემის ბოლოს მოცემულია შემაჯამებელი გაკვეთილები შესაბამისი შეფასების რუბრიკებითურთ. სახელმძღვანელოები ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ გარემოს შეცნობას და განსხვავებული საშუალებებით მისი მხატვრული ასახვის აღქმას. მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით სახელმძღვანელოებში დამყარებულია საგანთაშორისი კავშირები სხვა სასწავლო დისციპლინებთან (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნება და სხვ.). სახელმძღვანელოები ორიენტირებულია კეთებით სწავლებაზე. დიდი ადგილი ეთმობა მოსწავლეთათვის ახლობელ და საინტერესო პრაქტიკულ აქტივობებს: სურათების დათვალიერება, მათი აღწერა და თანმიმდევრობით დალაგება, მსგავსება-განსხვავების გამოვლენა, სურათების მისადაგება აბსტრაქტულ მუსიკალურ სახეხატებთან; ზღაპრების, მოთხრობების მოსმენა და შეთხზვა, მოსმენილი ზღაპრებისა და მოთხრობების გახმოვანება და მუსიკალური გაფორმება; მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოისმენენ მათი ასაკისათვის შესატყვის მუსიკალურ ფრაგმენტებს. სახელმძღვანელოები საშუალებას აძლევს მასწავლებელს გამოიყენოს მოსწავლეთათვის ადვილადმისაწვდომი სხვადასხვა ტიპის ქმედებები, რათა არ მოხდეს მათი ინტერესების, აქტიურობისა და ყურადღების დაქვეითება. გონებრივ აქტივობას ენაცვლება პრაქტიკული საქმიანობა: მოთელვითი რიტმული სავარჯიშოები, სიმბოლოების ხატვა, სიმღერა, როლური თამაშები, მუსიკალურ-ინტონაციური სავარჯიშოები და სხვ.

აღწერა

ავტორები: ნაირა მამუკელაშვილი; ნინო როსტომაშვილი; ელზა გარაყანიძე

გამომცემლობა: პეგასი

რედაქტორი: ნათელა თუხარელი

დიზაინერ-დამკაბადონებელი: ინგა ნავროზაშვილი

გამოცემის წელი: 2018

ყდა: რბილი

გვერდების რაოდენობა: 148

ISBN 978-9941-9028-8-8

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მუსიკა – 1 კლასი (მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია