მუსიკა II კლასი (მასწავლებლის წიგნი)

მუსიკა II კლასი (მასწავლებლის წიგნი)

50 მარაგში

10.00 

50 მარაგში

მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.  

მუსიკის 1-2 კლასების სახელმძღვანელობის სერია მოიცავს მხოლოდ მასწავლებლის წიგნს, რომელსაც თანდართული აქვს ელექტრონული მასალა: აუდიო, ვიდეოფაილები, ფერადი ილუსტრაციები ბუკებში ჩასატვირთად, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისთვის.
მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის თანდაყოლილი ბუნებრივი უნარების, მიდრეკილებების გამოვლენა და სწორად წარმართვა. სწავლების კონცეფცია დავაფუძნეთ ეროვნული გეგმის სტანდარტებზე დაყრდნობით; ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მასწავლებლის წიგნში დეტალურად და კონკრეტულადაა მოწოდებული რეკომენდაციები, თუ როგორ წარმართოს მასწავლებელმა გაკვეთილი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ამოქმედებას და მათი ერთობლივ შემოქმედებით პროცესებში ჩართვას. ეს აქტივობებია: სიმღერა, ცეკვა, იმპროვიზაცია, შემეცნებითი თამაშები, გარემოზე დაკვირვება და ბუნებაში არსებული ხმების აღქმა, გუნდური მუშაობა, მუსიცირება, ვოკალურ-რიტმული უნარების გახსნა და განვითარება ეტაპობრივად და სხვ.
ჩვენი საავტორო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სწავლების მეთოდი და რეკომენდაციები მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს: დაკვირვება, გააზრება, გონებრივი იერიში, მოსმენილისა და ვიზუალის ერთმანეთთან დაკავშირება, ტესტირება, კომპიუტერული პროგრამების ათვისება, მუსიკის მოსმენის კულტურისა და აღქმის უნარების განვითარება.
აქტივობებში ჩართული გვაქვს საგანთან დაკავშირებული მოთხრობების, ზღაპრების, საინტერესო და სახალისო ამბების ტექსტური მასალა, რომელსაც მასწავლებელი თემასთან შესაბამისად გამოიყენებს.

აღწერა

გამომცემლობა: საქართველოს მაცნე

ავტორები:
ლია სულაქველიძე,
ომარ მინდორაშვილი

გვერდების რაოდენობა: 2019

ყდა: რბილი

ISBN 978-9941-16-645-7

სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ პედაგოგები: რუსუდან დათუკაშვილი, თინათინ კოპალიანი, ნინო ჟორჟოლიანი.

მუსიკალური რედაქტორი: მაია სიგუა – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი.

ლიტერატურული რედაქტორი: მანანა ბალიაშვილი
ილუსტრატორი: ნინო აფციაური
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლია სულაქველიძე
სანოტო გრაფიკა: ომარ მინდორაშვილი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მუსიკა II კლასი (მასწავლებლის წიგნი)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა პროდუქცია