მომხმარებელი მიტანის სერვისის თანხას იხდის ადგილზე, ამანათის მიღების შემდეგ, ნაღდი ანგარიშსწორებით. მიწოდების პირობები სრულად იხილეთ.
ზღაპარი “შუქიფე” მოგითხრობთ ამბავს მანათობელთმიან მეფის ასულზე, რომელსაც განგებამ დააკისრა ხალხის ხსნა ბოროტებისგან. შუქიფე ამას ახერხებს არა ძალით, ხმლითა და მახვილით, არამედ საოცარი უნარით, აღძრას სულიერში კეთილი საწყისი. ამ რთულ გზაზე მას ქალ-ღვთაებები ეხმარებიან: მინდვრის დედოფალი, წყლის დედოფალი, ცის დედოფალი-კამარი, ნადირთა მფარველი დალი და ადგილის დედა, ხოლო წინ ეღობებიან ბოროტი ძალები: დევები, ქაჯები, ალები, როკაპი, ჭინკები და მაჯლაჯუნები.
ყველა ეს კეთილი თუ ბოროტი სახე უხვადაა გაბნეული ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში. აქვე შეხვდებით სხვა მრავალ მითოლოგიურ არსებებსაც: წყლის ცხენსა და მფრინავ ლეკვს, რომელიც ორბის შვილია და 1000 წელიწადში ერთხელ იბადება. ასეთი მფრინავი ლეკვი ჰყავდა ქართული მითოლოგიის გმირ-ამირანს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.