არგუმენტირებული მსჯელობა ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ დავალებად ითვლება. ყოველწლიურად
აბიტურიენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ამ დავალებაში მაქსიმალური ქულის მოპოვებას.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სასწავლო რესურსი, რომელშიც თავმოყრილია არგუმენტირებული მსჯელობის 50 დავალება შესაბამისი პასუხებით. თითოეული მათგანი ეფუძნება ეროვნული გამოცდების 2026 წლის პროგრამას.
თუ მოსწავლე ყველა დავალებას ყურადღებით დაამუშავებს და გაიაზრებს შეთავაზებულ პასუხებს, ეს მას შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში დაეხმარება.
იმისთვის, რომ აბიტურიენტმა დავალების შესრულებისას ქულები არ დაკარგოს, პირველ რიგში, კარგად უნდა გაიაზროს დავალების შესრულების ინსტრუქცია.
ავტორის შესახებ: არჩილ თაბუკაშვილი – ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. სასკოლო განათლების ტრენინგ-ცენტრის ტრენერი. მუშაობს ისტორიული კარტოგრაფიის მიმართულებითაც; მისი ავტორობით შექმნილი რუკები გამოყენებულია სასკოლო სახელმძღვანელოებში. ამასთანავე, ის ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის წიგნების თანაავტორია. მსმენელებს ამზადებს როგორც ერთიანი ეროვნული, ისე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.
არჩილ თაბუკაშვილი – არგუმენტირებული მსჯელობა. 50 დავალება პასუხებით (ეროვნული გამოცდები ისტორიაში)
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.